Сообщения

Сообщения за июнь, 2018

მეცხრე დღე

ჩემი პროექტის პორტფოლიო ,,როგორ ვიკვებოდ ჯანსაღათ" დღევანდელი დღე პროექტის ბოლო დღე იყო, სადაც შევაჯამეთ ამ ცხრა დრის ნასწავლი მთელი მასალა, კიდევ ერთხელ განვიხილეთ, როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ყველაზე ეფექტურად, სწავლის პროცესის ხელშეწყობისა და მოსწავლეთა შეფასების მიზნით, რა აქრივობებით გავიყვანოთ მოსწავლეები 21-ე საუკუნის უნარ-ჩვბევებზე  და ა.შ. ტრენინგის ბოლოს თითოეულმა მონაწილემ გააკეთა საკუთარი პროექტის პრეზენტაცია.

მერვე დღე

 დღევანდელ დღეს შევქმენი ფასილიტაციის ნიმუში, კიდევ ერთხელ განვიხილეთ რა როლს ასრულებს კითხვების დასმა, რომელიც მოსწავლეთა ჩართულობისა და მაღალი დონის სააზროვნო უნარების წახალისებისთვისაა საჭირო,  ასევე, პროექტის გეგმის შაბლონში შევავსე პროცედურები გავწერეთ.

მეშვიდე დღე

მოცემული მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა დამოუკიდებელი მსწავლელისა და დიფერენცირებული სწავლების როლი და ურთიერთდამოკიდებულება რამდენიმე თვალსაზრისით: ყველა მოსწავლემ აუცილებელი მიაღწიოს სტანდარტით განსაზღვრულ შედგებს  და მიზნებს, სრულყოფილად გამოიყენოს  თავისი სასწავლო პოტენციალი,ასევე სჭირდებათ გარემო,სადაც თავიანთ ძლიერ მხარებს  და ინტერესებს დაეყრდნობიან ახალი  ცოდნისა და უნარ-ჩვევების მისაღებად.

მეექვსე დღე

დღევანდელ ტრენინგზე გავიარეთ მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმები, რამდენიმე თვალსაზრისით, პროექტის დაგეგმვისას უნდა გავითვალისწინო რა შეფასების ფორმებს გამოვიყენებ, რომ მოსწავლეებს მივეხმარო 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებაში.

მეხუთე დღე

გავეცანი პროექტებით სწავლების მესამე და მეოთხე მოდულებს ,ეს მოდული დამეხმარა,დავფიქრებულიყავი,რა გავლენა შიძლება ჰქონდეს ინტერნეტს საწავლო პროცესზე.ჩვენი პრეზენტაცია ავტვირთედ ბლოგზე და მივეცით ერთმანეთს უკუკავშირი.გავეცანით საავტორო უფლებებს,შევქმენით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი მისი შესაძლებლობების გათვალისწინებით.

მე-4 დღე

                                                       მე-4 დღე ესმოდული დამეხმარა გამეანალიზებინა მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები და განმავითარებელი შეფასების ფორმების გამოყენება რამდენიმე თვალსაზრისით,  კითხვები ხელს უწყობს მოსწავლეებს მაღალი სააზროვნო უნარების გამოყენებაში, ასევე ეხმარება მათ  ორგანიზება გაუკეთონ ფაქტობრივ ინფორმაციას. იგი სამი კომპონენტისაგან შედგება. გავაკეთე პროექტის პრეზენტაცია PowerPoint-ში, რომლის მიზანია გავაცნო ჩემი პროექტი სამიზნე აუდიტორიას.

მესამე დღე

ეს მოდული დამეხმარა სტანდარტების გამოყენებას რამდენიმე თვალსაზრისით, კერძოდ, პროექტის სასწავლო მიზნები ჩამომეყალიბებინა  მკაფიოდ, რისთვისაც დავიხმარე კურსის რესურსები,  ბლუმის ტაქსონომიის ზმნები და ასევე როგორ გავიდეთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებზე.